Business-Blog

მგზავრთა გადაყვანის არაექსკლუზიური ინტერესთა გამოხატვა

შეგახსენებთ, რომ შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“, ინტერესთა გამოხატვის შესაძლებლობით ყოველწლიურად იწვევს ყველა იმ პირს, რომელიც დაინტერესებულია დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ავტობუსის ტიპის სატრანსპორტო საშუალებით მომსახურების უფლების მიღებით (არაექსკლუზიური მგზავრთა გადაყვანის უფლება).

ამ ეტაპზე მგზავრთა გადაყვანა ხორციელდება 3 კომპანიის მიერ.

განცხადება მგზავრთა გადაყვანის უფლების მისაღებად, გთხოვთ წარმოადგინოთ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, შალვა ჭანკოტაძის ხეივანი N21. განცხადების წარმოდგენა ასევე დასაშვებია შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] (ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მიმღების მხრიდან შესაბამისი მეილის მიღების დადასტურების არსებობა).

შეგახსენებთ, რომ დაინტერესებულ პირთა მიერ ოფიციალური წინადადებით მომართვა უნდა განხორციელდეს, არაუგვიანეს, 2026 წლის 31 იანვრის 18:00 საათამდე.

მგზავრთა გადაყვანის უფლების მიღების პირობებსა და პროცედურებს შეგიძლიათ გაეცნოთ 2024 წლის 31 ოქტომბერს გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, შემდეგ ბმულზე:

https://airports.ge/b2b/request-for-proposal