საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

UAG

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიანი რეგიონში - სვანეთში, მესტიაში მდებარეობს. კავკასიონის ალპური მთების შუაგულში მოქცეული აეროპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტურისტული თვალსაზრისით და საჰაერო გზით აკავშირებს მესტიას და საქართველოს სხვადასხხვა რეგიონებიდან, რაც მოგზაურებს შესაძლებლობას აძლევს მოინახულონ სვანეთის შეუდარებელი ბუნება, კულტურული ძეგლები, მწვერვალი უშბა და საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა.

მესტიიდან რვა კილომეტრში მდებარეობს კურორტი ჰაწვალი, ხოლო 15 კილომეტრში არის კურორტი თეთნულდი. ეს ის ორი პოპულარული კურორტია, სადაც დამთვალიერებელს შეუძლია თხილამურებითა და სნოუბორდით სრიალი, სათხილამურო ტურებში მონაწილეობა, სათხილამურო სპორტით დაკავება, პარაპლანთან დაკავშირებული აქტივობებში ჩართულობა, საცხენოსნო ტურები და სხვა. მესტიის აეროპორტიდან რეგულარული ავიარეისები ხორციელდება ნატახტარისა და ქუთაისის აეროპორტიდან.

მესტია - თამარ მეფის აეროპორტი

მდებარეობა: სვანეთი, საქართველო

IATA კოდი: :

ICAO კოდი: UGMS

დროითი სარტყელი: GMT+4

სიმაღლე ზღვის დონიდან: 1,480 მეტრი (4,856 ფუტი)