საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

UAG

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“, ინტერესთა გამოხატვის შესაძლებლობით იწვევს ყველა იმ პირს, რომელიც დაინტერესებულია დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ავტობუსის ტიპის სატრანსპორტო საშუალებით მომსახურების უფლების მიღებით. (არაექსკლუზიური მგზავრთა გადაყვანის უფლება)

ამ ეტაპზე მგზავრთა გადაყვანა ხორციელდება 2 კომპანიის მიერ.

განცხადება მგზავრთა გადაყვანის უფლების მისაღებად, გთხოვთ წარმოადგინოთ

მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, აეროპორტი, (აეროპორტის დასახლება);

განცხადების წარმოდგენა ასევე დასაშვებია შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]; (ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მიმღების მხრიდან შესაბამისი მეილის მიღების დადასტურების არსებობა)

დაინტერესებულ პირთა მიერ ოფიციალური წინანდადებით მომართვა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2024 წლის 15 თებერვლამდე.

მგზავრთა გადაყვანის უფლების მიღების პირობებს და პროცედურებს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგი დოკუმენტით:

Business_downlaod
დანართი - ქუთაისის აეროპორტის მგზავრთა გადაყვანის უფლების მიღების დოკუმენტი.