საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

UAG

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ყველაზე დიდი ზომის აეროპორტია, რომელიც საქართველოს დედაქალაქ თბილისში მდებარეობს, მისგან სამხრეთ-აღმოსავლეთით 17 კილომეტრის მოშორებით, რაც როგორც ქალაქის ცენტრთან, ასევე მიმდებარე რეგიონებში  კომფორტულ წვდომას უზრუნველყოფს. თბილისის აეროპორტი მართვის უფლებით აქვს გადაცემული ოპერატორ კომპანიას - TAV Georgia. 

ბოლო წლებში, თბილისის აეროპორტი, მგზავრთნაკადის ზრდის პარარელურად გაფართოვდა და 2017 წელს აშენდა ახალი ჩამოფრენის ტერმინალი, განახლდა ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, გარემონტდა და გაფართოვდა ხომალდების სადგომი, მოეწყო ახალი ავტოსადგომი. ხოლო 2022 წლის მაისში მოეწყო ახალი სამიმოსვლო ბილიკი.

თბილისის აეროპორტი 2019 წელს 3,7 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა, ხოლო 2023 წელს აეროპორტმა ფრენები 2019 წელთან შედარებით 96%-ით, ხოლო მგზავრთნაკადი 100%-ით აღადგინა, ხოლო 2014-2019 წლებში საშუალო ზრდა 19% იყო.   თბილისის აეროპორტი მოხვდა აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტს შორის და მიიღო „Skytrax World Airport” ჯილდო.  

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

მდებარეობა: თბილისი, საქართველო

IATA კოდი: : TBS

ICAO კოდი: UGTB

დროითი სარტყელი: GMT+4

სიმაღლე ზღვის დონიდან: 495 მეტრი (1,624 ფუტი)



ავიამიმართულებები