საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

UAG

შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ბაზაზე შექმნილი UAG აკადემია ახორციელებს სასწავლო კურსების ჩატარებას, ICAO-ს სერტიფიცირებული ინსტრუქტორების მიერ. სწავლება ხორციელდება სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ მიერ შთანხმებული აეროპორტის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის - ICAO სტანდარტების შესაბამისად.

UAG აკადემია ახორციელებს 11 სასწავლო პროგრამას სააციავიო ინდუსტრიაში ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა საავიაციო უშიშროება და სახიფათო ტვირთები, ასევე 12 სწავლებას სამოქალო ავიაციის ავიაციის ინდუსტრიაში, ყოველწლიურად, 2700 - ზე მეტი სპეციალიტის გადამზადება ხორციელდება.

UAG აკადემიაში, პროფესიული ცოდნის შეძენა და სასერთიფიკატო კურსების გავლა შეუძლიათ, როგორც ავიაციის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ კომპანიებს, ასევე საქართველოს ყველა სამოქალაქო აეროპორტის თანამშრომელს, აეროპორტებში არსებული კომპანიების მიერ დასაქმებულ პირებს.

სასწავლო პროგრამები შედგება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილისგან, სწავლება ხორციელდება სპეციალურად აღჭურვილ რეალურ სამუშაო გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ აუდიტორიებში.

სასწავლო პროგრამის, მისი პრაქტიკული და თეორიული ნაწილის წარმატებით გავლის შემთხვევაში, აკადემია გასცემს სწავლების დამადასტურებელ სერთიფიკატს სპეციალური პროფესიული მომზადების გავლის შესახებ.