საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

აეროპორტები

თბილისი

ბათუმი

ქუთაისი

მესტია

ბოლო სიახლეები

მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე

ოთხშაბათი, 20 APRIL 2016 08:22

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ იწვევს ყველა დაინტერესებულ ავიაკომპანიას, რომ გამოხატონ ინტერესი რეგულარული ავიარეისების შესრულების თაობაზე თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება დაინტერესებულია გააფორმოს შესყიდვის ხელშეკრულება ავიაკომპანიასთან, რომელიც მზად იქნება განახორციელოს შიდა ფრენები თბილისი-ბათუმი-თბილისის ან ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით ყველაზე დაბალ ფასად, წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის პირობების შესაბამისად.

კითხვების შემთხვევაში, 27 აპრილის ჩათვლით მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე business@airports.ge

შემოთავაზების ბოლო ვადაა 2016 წლის 5 მაისი.

დოკუმენტს ინტერესთა გამოხატვის მოწვევაზე იხილავთ მოცემულ ბმულზე.

ავიაკომპანია Wizz Air-ის განცხადება

ხუთშაბათი, 26 MARCH 2015 10:20

 

2015 წლის 26 მარტს ავიაკომპანია Wizzair-მა გაავრცელა განცხადება, რომ მიმდინარე წლის 20 აპრილიდან ავიაკომპანია Wizzair Ukraine უქმდება და შესაბამისად, ავიარეისების განხორციელებას წყვეტს.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ საჯარო განცხადება

პარასკევი, 27 FEBRUARY 2015 14:20

შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ეხმიანება „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ მიერ, 24 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიას. სტატიაში, რომელშიც 2013-2015 წლებში, სახელმწიფოს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესასყიდად დახარჯული თანხაა აღწერილი, აღნიშნულია,