საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
თამარ იოსელიანი 17 წელია საჯარო მმართველობის სფეროში საქმიანობს, მათ შორის 15 წელიწადზე მეტი — ტრანსპორტის სექტორში. 2025 წლიდან ის იკავებს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას. 2023-2025 წლებში, თამარი ხელმძღვანელობდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო 2025 წლიდადან არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარე. თამარის საქმიანობა ტრანსპორტის სექტორში 2010 წელს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციიდან დაიწყო, სადაც იგი ერთდროულად საქმიანობდა როგორც ავიაციის ისე საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტის მიმართულებებზე. 2011 წლიდან თამარ იოსელიანმა საქმიანობა განაგრძო საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე, ხოლო 2018–2023 წლებში სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიცია ეკავა. წლების განმავლობაში ის წარმოადგენდა საქართველოს საერთაშორისო საზღვაო პლატფორმებზე, მათ შორის გაეროში, IMO-ს და სხვა მრავალმხრივ ფორმატებში; ხელმძღვანელობდა დელეგაციებს და იყო საკონტაქტო პირი ისეთი საერთაშორისო პროექტებისთვის, როგორებიცაა IMO–Norway GreenVoyage 2050 და Black and Caspian Sea Project. 2017 და 2019 წლებში მოწვეული ლექტორის სახით ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში კითხულობდა საერთაშორისო საზღვაო სამართლის კურსს. თამარს მოპოვებული აქვს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის ხარისხი. 2015 წელს, გახდა გაეროსა და ნიპონის ფონდის სტიპენდიატი და სწავლა განაგრძო დიდ ბრიტანეთში, საუთჰემპტონის უნივერსიტეტში. სტაჟირება გაიარა IMO-ში ლონდონში და გაეროს შტაბ-ბინაში ნიუ-იორკში. ასევე წარმატებით აქვს გავლილი Ocean Governance პროგრამა YEOSU Academy-ში (სამხრეთ კორეა) და დაასრულა Advanced Maritime Leaders Programme სინგაპურში — MPA Academy-ს და Singapore Management University-ის ერთობლივი ორგანიზებით. 2007–2009 წლებში თამარ იოსელიანს დასრულებული აქვს ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლის (LSE) პროგრამა, კორპორაციული სამართალი და მმართველობის, საერთაშორისო სამართლის, კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის და კომერციული სამართლის მიმართულებით. იგი არის ქალთა ლიდერობისა და თანასწორობის აქტიური მხარდამჭერი ტრანსპორტის ინდუსტრიაში. 2016 წელს დააფუძნა Women’s International Shipping and Trading Association (WISTA) – Georgia და გახდა მისი პირველი პრეზიდენტი დღეს კი წევრის სტატუსი უჭირავს. 2022-2023 წლებში თამარ იოსელიანი საქართველოში წარმოადგენდა გაეროს მდგრადი განვითარების მიზანს – SDG14: „ცხოვრება წყლის ქვეშ“ – ელჩის სტატუსით. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
UAG - Copyright 2024. All rights reserved.