საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

UAG

ილია ბეგიაშვილი

საბჭოს წევრი

2018 წლიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე. მას აქვს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. კარიერის ადრეულ ეტაპზე ის იკავებდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩევლის პოზიციას სამედიცინო საკითხებში, ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილი პოზიციას და შემდგომ ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას. კერძო სექტორში მუშაობისას, ის იკავებდა მმართველ პოზიციებს დისტრიბუციის, სერვისის ლოჯისტიკისა და შესყიდვების მიმართულებით. ასევე იკავებდა დირექტორის პოზიციას ისეთ კომპანიებში როგორებიცაა თეგეტა მოტორსი, PSP ჯგუფი, CU Pharma. ბატონმა ბეგიაშვილმა დაამთავრა ქ. თბილისის ოჯახის ექიმის სამედიცინო ინსტიტუტი და მინიჭებული აქვს ექიმის კვალიფიკაცია.