საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

აეროპორტები

თბილისი

ბათუმი

ქუთაისი

მესტია

ამბროლაური

ბოლო სიახლეები

ტერიტორიაზე დაშვების ახალი დებულება

ორშაბათი, 20 AUGUST 2018 07:58

შპს  "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" მიერ დამტკიცდა აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაშვების შესახებ ახალი დებულება

დებულება აეროპორტების კონტროლირებად ტერიტორიაზე დაშვების შესახებ

დაშვების წერილის ფორმა - ავტოტრანსპორტი.

დაშვების წერილის ფორმა - პიროვნება

დანართი 1.1. - პიროვნების მუდმივი საშვის განაცხადი - თბილისი

დანართი 1.2. - პიროვნების მუდმივი საშვის განაცხადი - ქუთაისი

დანართი 1.3. - პიროვნების მუდმივი საშვის განაცხადი - ბათუმი

დანართი 1.4. - პიროვნების მუდმივი საშვის განაცხადი - მესტია

დანართი 1.5. - პიროვნების მუდმივი საშვის განაცხადი - მესტია

დანართი 1.6. - ავტოტრანსპორტის მუდმივი ან მოკლევადიანი საშვის განაცხადი

დანართი N2 - საშვის სახეები და მომსახურების ფასები, ჯარიმები

დანართი N3 - საშვის ანდა საფასურის გარეშე დაშვება

დანართი N4.1 - საშვის გასაცემად საჭირო დოკუმენტების ნუსხა - პიროვნების საშვი

დანართი N4.2 - საშვის გასაცემად საჭირო დოკუმენტების ნუსხა - ავტოსაშვი

დანართი N5 - ტერიტორიაზე შესვლის, გადაადგილების და შემოწმების წესები

მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე

ოთხშაბათი, 15 AUGUST 2018 13:37

მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე!

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ინტერესთა გამოხატვის საშუალებით იწვევს ყველა იმ პირს, რომელიც დაინტერესებულია ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს ტაქსებით მოემსახუროს.

იხილეთ დოკუმენტი

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ადგილობრივ ავიარეისებთან დაკავშირებით ტენდერს აცხადებს

პარასკევი, 29 JUNE 2018 08:51

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ადგილობრივი ავიარეისების მომსახურების შესყიდვის შესახებ ტენდერი 4 წლით  49,672,332.00 ლარზე გამოაცხადდა.

მომსახურება გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ აეროპორტებს შორის, მესტია - ქუთაისი - მესტია, ნატახტარი-მესტია - ნატახტარი,  ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარი, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა საჰაერო გადაყვანის მიზნით ავიარეისების ორგანიზებას და შესრულებას.

4 წლის განმავლობაში მცირე ზომის საჰაერო ხომალდით საორიენტაციოდ 2248 რეისი უნდა შესრულდეს, საშუალო ზომის ხომალდით კი 2487 რეისი.

სატენდერო პირობებით, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მგზავრთა გადაყვანა ერთი არანაკლებ 15 ადგილიანი და ერთი არანაკლებ 30 ადგილიანი საჰაერო ხომალდით.

მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება ყოველთვიურად შესრულებული რეისების რაოდენობის მიხედვით. დაინტერესებულ კომპანიებს განაცხადების ატვირთვა 12 ივლისის ჩათვლით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე http://www.procurement.gov.ge/ ელექტრონული წესით შეუძლიათ.