საქართველოს აეროპორტების გაერთიანება


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ევროპის საუკეთესო ექვსეულში შევიდა პარასკევი, 11 APRIL 2014 08:25 | News

დავით აღამაშენებელის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ევროპის მასშტაბით (4 მილიონზე ნაკლებ მგზავრთა კატეგორიაში) აეროპორტის მარკეტინგისა და ავიაკომპანიებთან მუშაობის მიმართულებით 6 საუკეთესო

აეროპორტს შორის დასახელდა და გადაეცა ”Excellence in Airport Marketing” (”აეროპორტის საუკეთესო მარკეტინგი”) სიგელი.
საუკეთესო აეროპორტების შერჩევა ხდება ბოლო 12 თვის განმავლობაში აეროპორტების მიერ განხორციელებული მარკეტინგული საქმიანობის ეფექტურობის და ახალი ავია-მიმართულებების დამატების გათვალისწინებით. შერჩევის პროცესში მონაწილეობენ ავიაკომპანიები, ავიაციის სფეროს ექსპერტები და ავიამიმართულებების განვითარების სპეციალისტები.
დაჯილდოვება გაიმართა ავიამიმართულებების განვითარების ევროპულ ფორუმზე (Routes Europe 2014)ქალაქ მარსელში, 6-8 აპრილს.