საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

ქუთაისიდან ბუდაპეშტში პირდაპირი ავიარეისი დაინიშნება ხუთშაბათი, 06 MARCH 2014 06:23 | News

უნგრული ავიაკომპანია "WIZZAIR“ ბუდაპეშტის მიმართულებით ახალ რეგულარულ რეისს ამატებს. პირველი რეისი ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან უნგრეთის დედაქალაქის მიმართულებით 2014 წლის 30 სექტემბერს

განხორციელდება და ის კვირაში ორჯერ შესრულდება. მგზავრობის საფასური დაიწყება 29.99 ევროდან.
საქართველოში ავიაკომპანია "WIZZAIR“-ის სამომავლო გეგმებზე 2014 წლის 5 მარტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში პრესკონფერენცია ჩატარდა.
ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა, შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ და ავიაკომპანია "WIZZAIR“-ის კოპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა დანიელ დე კარვალომ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, "WIZZAIR“-ის საქმიანობის გაფართოება საქართველოში დადებითად აისახება ადგილობრივი ეკონომიკის, მათ შორის, ტურიზმის განვითარებაზე. ის ასევე ხელს უწყობს საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან და ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდას ევროპის ქვეყნებში.

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა, ჯამში, 226 ათასზე მეტ მგზავრს და შეასრულა 2164-ზე მეტი რეისი. მისი ინფორმაციით, უშუალოდ, 2014 წლის იანვარ-თებერვალში, 2013 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, მგზავრთბრუნვა გაზრდილია სამჯერ. ერთი წლის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა აითვისა მთლიანი ბაზრის 10 პროცენტი და მომავალ, 2015 წელს იგეგმება ამ მაჩვენებლის გაორმაგება.
თბილისში პრესკონფერენციის პარალელურად, ბრიფინგი ჩატარდა ბუდაპეშტშიც, სადაც უნგრული მედიის წარმომადგენლებს "WIZZAIR“-ის გეგმების შესახებ საქართველოში უნგრეთის  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ავიაკომპანიის პრეზიდენტი აცნობდნენ.
ავიაკომპანია "WIZZAIR”-ი წარმოადგენს ერთერთ უმსხვილეს ავიაკომპანიას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, იგი ფლობს 45 თვითმფრინავს  "AIRBUS 320”-ს და სთავაზობს 300-ზე მეტ მიმართულებას 35 ქვეყნის მასშტაბით.
ავიაკომპანია "WIZZAIR”-ი საქართველოს ავიაბაზარზე 2012 წლის 27 სექტემბრიდან ოპერირებს, ამჟამად იგი ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს პირდაპირ რეგულარულ ავიარეისებს კიევის, დონეცკის, ხარკოვის, კატოვიცეს და ვარშავის მიმართულებით. იგეგმება რეისების დამატება ლვოვისა და ვილნიუსის მიმართულებით.
უნგრული ავიაკომპანია "WIZZAIR“-ი ბუდაპეშტის მიმართულებით ახალ რეგულარულ რეისს ამატებს. პირველი რეისი ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან უნგრეთის დედაქალაქის მიმართულებით 2014 წლის 30 სექტემბერს განხორციელდება და ის კვირაში ორჯერ შესრულდება. მგზავრობის საფასური დაიწყება 29.99 ევროდან.