საქართველოს აეროპორტების გაერთიანება


საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ACI ევროპის კომიტეტის სხდომას დაესწრო | News

20-21 იანვარს ქ.ბრუსელში ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI Europe) პოლიტიკის განსაზღვრის კომიტეტის რიგით 78-ე შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ქ-მა ქეთევან ალექსიძემ.

კომიტეტში განიხილებოდა ავიაციის სფეროში საკანონმდებლო ცვლილებები და აეროპორტებში ერთიანი სტანდარტის შემუშავების რიგი საკითხები. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის ქ-ნი ქეთი ალექსიძის განმარტებით, „ეს  გახლავთ კომიტეტის რიგით 78 სამუშაო შეხვედრა, სადაც წელს საქართველოს აეროპორტების გაერთიაება პირველად ღებულობს მონაწილეობას როგორც ACI ევროპის წევრი ორგანიზაცია, აღნიშნული თანამშრომლობა და კომიტეტების სამუშაო პროცესში აქტიური ჩართულობა ხელს შეუწყოს საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში ერთიანი საერთაშორისო  სტანდარტების ჩამოყალიბებას და სერვისების გაუმჯობესებას“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანია გასული წლის ოქტომბრის თვეში ACI Europe-ის წევრი გახდა და წელს პირველად, 45 წევრით წარმოდგენილ პოლიტიკის განსაზღვრის კომიტეტის რიგით 78 -ე სამუშაო შეხვერაში პირველად მონაწილეობდა.

ACI Europe ორგანიზაციაში გაწევრიანება, საშუალებას აძლევს აეროპორტებს, უზრუნველყონ ინფორმაციის ეფექტური ურთიერთგაცვლა და თანამშრომლობის ერთიანი სისტემის შემუშავება, მიიღონ ინფორმაციები ავიაციის სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ და ხელი შეუწყოს აეროპორტების ეფექტურ განვითარებას.საერთაშორისო ორგანიზაცია ACI Europe,  აერთიანებს ევროპის 44 ქვეყნის 450-ზე მეტ აეროპორტს, რომელიც შეადგენს ევროპის მთლიანი ფრენების 90 %- ზე მეტს, რაც წლიურად  დაახლოებით 1,500,000,000 მგზავრს უტოლდება.