|

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალი ავიარეისები ქ. ვილნიუსის და ქ. ლვოვის მიმართულებებით შესრულდება, ხოლო ნოემბრის თვიდან გაიზრდება ფრენების სიხშირე დონეცკისა და ხარკოვის მიმართულებით.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის ქ-ნი ქეთევან ალექსიძის ცნობით, „ახალი რეისები ხელს შეუწყობს მგზავრთნაკადის ზრდას და ტურისტთა ახალი ნაკადის შემოსვლას საქართველოში“ მისივე თქმით, „აღნიშნილ ეტაპზე დონეცკისა და ხარკოვის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ ხორციელდება, ხოლო მოთხოვნის შესაბამისად ნოემბრის თვიდან გაიზრდება ფრენების სიხშირე და რეისები კვირაში 3-ჯერ შესრულდება“. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “WIZZ AIR”ის გადაწყვეტილებით მარტიდან, ახალი ავიარეისები ვილნისუსის და ლვოვის მიმართულებით კვირაში ორჯერ შესრულდება.
ავიაკომპანია “WIZZ AIR“-ი წარმოადგენს დაბალბიუჯეტიან კომპანიას, რომელიც საშუალებას აძლევს მგზავრებს გადაადგილდნენ სხვადასხვა მიმართულებებით დაბალ ფასად. ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია “WIZZ AIR“ ახორციელებს ფრენებს ვარშავის, კიევის, დონეცკის, ხარკოვისა და კატოვიცას მიმართულებით. ბილეთის შეძენა შესაძლებელია როგორც ელექტრონულად www.wizair.com ასევე ცხელ ხაზზე ტელ: 0431 23 70 00 |