,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ სასწავლო ცენტრმა მუშაობა დისტანციურად განაახლა ორშაბათი, 04 მაისი 2020 00:00 | News |
1 მაისიდან ყველა დაინტერესებული პირისთვის, ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ სასწავლო ცენტრში საავიაციო უშიშროების გაცნობითი კურსის პერიოდული სწავლება დისტანციურად იმართება. სასწავლო ცენტრი საერთაშორისო ორგანიზაციის სასწავლო პროგრამების შესაბამისად ახორციელებს როგორც საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის, ასევე სხვა პერსონალის (რომელთა ფუნქციონალური მოვალეობები უშუალოდ არ არის დაკავშირებული საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან) მომზადებას საავიაციო უშიშროების საკითხებში. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მსმენელებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან სასწავლო კურსებს, გადაეცემათ მოწმობა, სერტიფიკატი ან ცნობა სწავლების გავლასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ სასწავლო ცენტრში სწავლება ტარდება შემდეგ კურსებზე:
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 599234222 ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს |