United Airports of Georgia


მესტიის აეროპორტი 10 ყველაზე ლამაზი აეროპორტის სიაში მოხვდა | News
There are no translations available.

ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია BBC-ის მიერ შედგენილ სიაში, რომელიც მსოფლიოს 10 ყველაზე ლამაზ აეროპორტს აერთიანებს,  გერმანელი არქიტექტორის, იურგენ მაიერ ჰერმანის პროექტის

მიხედვით  აშენებული  მესტიის აეროპორტის შენობაც მოხვდა. თამარ მეფის აეროპორტი ერთგვარი თანამედროვე ანალოგიაა სვანური კოშკებისა.

 

 

სვანეთის აეროპორტთან ერთად, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი აეროპორტების სიაში შედიან ჰონგ კონგის საერთაშორისო აეროპორტი,  ურუგვაიში მონტევიდეოს აეროპორტი, ვენეციის აეროპორტი LIDO, კალიფორნიისა და შოტლანდიის აეროპორტები.

- “ზოგი აეროპორტი სრულყოფილად არ მუშაობს, მაგრამ ყველა მათგანი აქიტექტურული შედევრია” – წერს არქიტექტურის კრიტიკოსი და მწერალი ჯონათან გლანსი. მისივე თქმით მესტიის თამარ მეფის აეროპორტი მიუხედავად მისი მცირე ზომისა, შთამბეჭდავი ნაგებობაა და სწორედ ის არის პირველი, რაც ამ მთიან რეგიონში ჩამოსულ სტუმარზე გავლენას ახდენს.