United Airports of Georgia

NEWSPAGE
მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე Thursday, 20 July 2023 00:00 | News
There are no translations available.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“, ინტერესთა გამოხატვის შესაძლებლობით იწვევს ყველა იმ პირს, რომელიც დაინტერესებულია  დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში VIP ლაუნჯის სივრცის მოწყობის ან/და ოპერირების განხორციელების მიზნით, წარმოადგინონ წინადადებები/შეთავაზებები ბიზნეს მოდელის თაობაზე, რომლის მიხედვითაც შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ სთავაზობენ თანამშრომლობას.


დაინტერესებულ პირთა მიერ მომართვა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2023 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით ვადაში.


გთხოვთ იხილოთ დოკუმენტი:


2023 წელი - მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე - VIP ლაუნჯი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში

შიდა აზომვითი ნახაზი სართული 1.pdf

შიდა აზომვითი ნახაზი სართული 2.pdf


შიდა აზომვითი ნახაზი სართული 1.dwg

შიდა აზომვითი ნახაზი სართული 2.dwg

 
შეიცვალა – დანართი 4.1 - საშვის გასაცემად საჭირო დოკუმენტების ნუსხა - პირადი საშვი Tuesday, 16 November 2021 14:17 | News
There are no translations available.

შეიცვალა აეროპორტის კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დებულების დანართი N4.1. აღნიშნული ცვლილება ძალაში შედის 2022 წლის 01 იანვრიდან

დებულება აეროპორტის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაშვების შესახებ

წერილის ფორმა - ავტოტრანსპორტის საშვისთვის (დაიბეჭდოს 2 ფურცელზე 4 გვერდად)

წერილის ფორმა - პიროვნების საშვისთვის (დაიბეჭდოს 2 ფურცელზე 4 გვერდად)

1.1. პიროვნების მუდმივი საშვის განაცხადი - თბილისი (დაიბეჭდოს 2 ფურცელზე 4 გვერდად)

1.2. პიროვნების მუდმივი საშვის განაცხადი - ქუთაისი (დაიბეჭდოს 2 ფურცელზე 4 გვერდად)

1.3. პიროვნების მუდმივი საშვის განაცხადი - ბათუმი (დაიბეჭდოს 2 ფურცელზე 4 გვერდად)

1.4. პიროვნების მუდმივი საშვის განაცხადი - მესტია (დაიბეჭდოს 2 ფურცელზე 4 გვერდად)

1.5. პიროვნების მუდმივი საშვის განაცხადი - ამბროლაური (დაიბეჭდოს 2 ფურცელზე 4 გვერდად)

1.6. ავტოტრანსპორტის მუდმივი (30 დღე და 12 თვე) განაცხადი (დაიბეჭდოს 1 ფურცელზე 2 გვერდად)

დანართი N2 - საშვის სახეები და მომსახურების ფასები, ჯარიმები

დანართი N3 - საშვის ანდა საფასურის გარეშე დაშვება

დანართი N4.1 - საშვის გასაცემად საჭირო დოკუმენტების ნუსხა - პიროვნების საშვი

დანართი N4.2 - საშვის გასაცემად საჭირო დოკუმენტების ნუსხა - ავტოსაშვი

დანართი N5 - ტერიტორიაზე შესვლის, გადაადგილების და შემოწმების წესები

 
მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე Friday, 13 August 2021 00:00 | News
There are no translations available.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ინტერესთა გამოხატვის შესაძლებლობით იწვევს ყველა იმ პირს, რომელიც დაინტერესებულია ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა სატრანსპორტო საშუალებით მომსახურების არაექსკლუზიური უფლების გადაცემაზე.

დაინტერესებულ პირთა მიერ მომართვა მგზავრთა გადაყვანის უფლების გადაცემის მოთხოვნით უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2021 წლის 26 აგვისტოს 16:00 საათამდე ვადაში.

იხილეთ დოკუმენტი:

2021 წელი - მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე - ავტობუსები

 
17 მაისიდან საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საშვთა ბიურო მუშაობის შეზღუდულ რეჟიმზე გადადის Monday, 17 May 2021 10:42 | News
There are no translations available.

17 მაისიდან საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საშვთა ბიურო მუშაობის შეზღუდულ რეჟიმზე გადადის. სამუშაო საათები (შაბათ-კვირის ჩათვლით) განისაზღვრა 11:00 დან 17:00 საათამდე. დაინტერესებულმა პირებმა საჭირო საშვის ასაღებად დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე 2487393, 599157762  ან მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ან This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

 
საშვთა ბიურო მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე გადადის Tuesday, 30 March 2021 18:16 | News
There are no translations available.

1-ლი აპრილიდან საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საშვთა ბიურო მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე გადადის
დაინტერესებულმა პირებმა საჭირო საშვის ასაღებად დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე 2487393, 599157762  ან მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

 
დოკუმენტაციის წარდგენა მოხდება ელექტრონულად Wednesday, 04 November 2020 00:00 | News
There are no translations available.

el_doc

ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ დოკუმენტაციის მიღებას დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში გასწევს.  კომპანიაში ოფიციალური წერილების გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

 
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კომერციული საქმიანობით დაინტერესებულ პირებს კონსულტაციებისთვის იწვევს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის სარემონტო სამუშაოების პარალელურად, საქართველოს აერო Monday, 17 August 2020 12:03 | News
There are no translations available.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის სარემონტო სამუშაოების პარალელურად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ტერმინალში მგზავრებისთვის სხვადასხვა ტიპის მომსახურებების შეთავაზებისთვის ემზადება. კომპანია აეროპორტის ახალ ტერმინალში კომერციული საქმიანობის გაწევის მიზნით გასამართი აუქციონის პირობებთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის დაინტერესებულ პირებს იწვევს.
ახალ ტერმინალში კვების ობიექტების, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის (Duty Free) მოწყობითა და სარეკლამო მომსახურების გაწევის მიზნით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, საჯაროდ გამართულ ონლაინ აუქციონში მიიღონ მონაწილეობა. პროცესები ყველა ეტაპზე წარიმართება სრულად გამჭვირვალედ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) მზად არის შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე პირებთან კონსულტაციებში ჩაერთოს.
დაინტერესებული პირებისთვის ძირითადი მოთხოვნა იქნება, განახალებულ აეროპორტში მათ მიერ მგზავრებისთვის შეთავაზებული სერვისები და პროდუქტები იყოს მაღალი ხარისხის, პასუხობდეს საერთაშორისო სტანდარტებს და მგზავრებს ჰქონდეთ არჩევანის მრავალფეროვნება.
კომერციულ საქმიანობაზე ონლაინ აუქციონები ეტაპობრივად,  სხვადასხვა ლოკაციებზე კონკრეტული კონცეფციის შესაბამისად გამოცხადდება. პირველ ეტაპზე, ჩამოფრენისა და გაფრენის დარბაზებში ონლაინ აუქციონები გამოცხადდება სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტებზე. მათ შორის რესტორნებზე, სწრაფი კვების ობიექტებზე, კაფეებსა და ა.შ. ყველა ეტაპზე გათვალისწინებული იქნება მომხმარებლების ქცევები, საჭიროებები და სურვილები.

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ელექტრონულ მისამართზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

 
,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ სასწავლო ცენტრმა მუშაობა დისტანციურად განაახლა Monday, 04 May 2020 00:00 | News
There are no translations available.

 

 

1 მაისიდან ყველა დაინტერესებული პირისთვის, ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ სასწავლო ცენტრში საავიაციო უშიშროების გაცნობითი კურსის პერიოდული სწავლება დისტანციურად იმართება.

სასწავლო ცენტრი საერთაშორისო ორგანიზაციის  სასწავლო პროგრამების შესაბამისად ახორციელებს  როგორც საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის, ასევე სხვა პერსონალის (რომელთა ფუნქციონალური  მოვალეობები უშუალოდ არ არის დაკავშირებული საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან) მომზადებას საავიაციო უშიშროების საკითხებში.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მსმენელებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან სასწავლო კურსებს, გადაეცემათ მოწმობა, სერტიფიკატი ან ცნობა სწავლების გავლასთან დაკავშირებით.

ამ ეტაპზე ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ სასწავლო ცენტრში სწავლება ტარდება  შემდეგ კურსებზე:

  1. სამოქალაქო ავიაციის ობიექტებისა და საშუალებების დაცვის ღონისძიებების განმახორციელებელი საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის პირველადი მომზადების კურსი
  2. სამოქალაქო ავიაციის ობიექტებისა და საშუალებების დაცვის ღონისძიებების განმახორციელებელი საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის პერიოდული მომზადების სასწავლო კური
  3. საავიაციო უშიშროების გაცნობითი სასწავლო კურსი
  4. შემოწმების ოპერატორების პირველადი და პერიოდული მომზადების სასწავლო კურსი
  5. მძღოლების მომზადების სასწავლო კურსი (I კატეგორია)
  6. საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის სასწავლო კურსი (მე-12 კატეგორია)
  7. საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის სასწავლო კურსი (მე-8 კატეგორია)
  8. საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის სასწავლო კურსი (მე-9 კატეგორია)
  9. საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის სასწავლო კურსი (მე-10 კატეგორია)
  10. მძღოლების მომზადების სასწავლო კურსი (II და III  კატეგორია)

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

599234222

This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

 


Page 1 of 7