საქართველოს აეროპორტების გაერთიანება


შპს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ACI Europe-ში გაწევრიანდა. ოთხშაბათი, 23 OCTOBER 2013 13:58 | News

შპს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ACI Europe-ში გაწევრიანდა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, როგორც დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი, ევროპის საერთაშორისო აეროპორტების საბჭოს

(ACI Europe)  წევრი გახდა. აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანება, საშუალებას აძლევს აეროპორტებს, უზრუნველყონ ინფორმაციის ეფექტური ურთიერთგაცვლა და თანამშრომლობის ერთიანი სისტემის შემუშავება, მიიღონ ინფორმაციები ავიაციის სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ და ხელი შეუწყოს აეროპორტების ეფექტურ განვითარებას.
საერთაშორისო ორგანიზაცია ACI Europe,  აერთიანებს ევროპის 44 ქვეყნის 450-ზე მეტ აეროპორტს, რომელიც შეადგენს ევროპის მთლიანი ფრენების 90 %- ზე მეტს, რაც წლიურად  დაახლოებით 1,500,000,000 მგზავრს უტოლდება.