საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

UAG

თამარ არჩუაძე

საბჭოს წევრი

2023 წლიდან შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საბჭოს წევრი.
2020-2022 წლებში ის იჯავებდა შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის პოზიციას. ქალბატონ თამარს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სამოქალაქო ავიაციის სფეროში. კერძოდ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თანამდებობამდე, ის იკავებდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილის პოზიციას. ასევე ის იყო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მრჩეველი.
გარდა ამისა, იყო საქართველოს საჰაერო საინფორმაციო სამსახურის უფროსი შპს „საქაერონავიგაციაში“. ხოლო 2005-2006 წლებში დასაქმებული იყო საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საავიაციო სამმართველოში, ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტში.
ქალბატონ თამარს მოპოვებული აქვს საქართველოს სააავიაციო ინსტიტუტის საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებსა და საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტის ბაკალავრის ხარისხი. ასევე, მას გავლილი აქვს სპეციალიზებული საავიაციო ტრენინგები აშშ-ში, ევროპაში, სინგაპურის საავიაციო აკადემიაში და ა.შ.