საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

UAG

მარიამ ქვრივიშვილი

საბჭოს თავჯდომარე

2021 წლიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; ამავე პერიოდიდან ასევე იკავებს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის პოზიციას.
2021 წლამდე ქალბატონი მარიამი იყო საქართველოს პარტალემენტისა და სხვადასხვა კომიტეტების წევრი. იგი ასევე იკავებდა სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილისა და შემდგომ ხელმძღვანელის პოზიციას.
გარდა საჯარო სექტორის მრავალფეროვანი გამოცდილებისა, იგი ასევე 5 წლის განმავლობაში იკავებდა ტუროპერატორი კომპანიის „ვოიაჟერის“ გენერალური დირექტორის/ავიაკომპანის Flydubai-ის საქართველოში რეგიონალური მენეჯერის პოზიციას. ასევე იყო „აჭარა ჯგუფის“ ხელმძღვანელის მოადგილე ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით.
ქალბატონ მარიამს მოპოვებული აქვს შავი ზღვის უნივერსიტეტის, ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგის მიმართულებით. ასევე გავლილი აქვს ბერკლის უნივერსიტეტის (კალიფორნია, აშშ) ბიზნეს ადმინისტრირების მოკლევადიანი კურსი და ფლობს თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის (ESM) მაგისტრის ხარისხს.