საქართველოს აეროპორტების გაერთიანება


Routes Silk Road 2014 ახლოვდება | News

Routes Silk Road 2014-ის დაწყებამდე სამი დღე რჩება. 6 ივლისს, 14 საათზე, Radisson Blue Iveria-ში სტრატეგიულ სამიტს გახსნის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

სამიტზე სიტყვით გამოვლენ აიატას რეგიონული დირექტორი ნიკოლა ბუსოტი, ფინავიას უფროსი ვიცე პრეზიდენტი ჯონ სუნდელინი, ბუდაპეშტის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების დირექტორი ბალაშ ბოგტსი, ავიაკმპანია ვიზ ეირის სახმელეთო ოპერირების და მომხმარებლებთან ურთიერთობის დირექტორი დავით მამულაშვილი, ჟურნალ რეგიონული აეროპორტების საავიაციო ბიზნისის განვითარების მენეჯერი ვლადიმერ კამინინი და სხვები.