საქართველოს აეროპორტების გაერთიანება


პრესრელიზი ქუთაისი-მინსკის ავიარეისთან დაკავშირებით ოთხშაბათი, 11 JUNE 2014 08:55 | News

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" გაცნობებთ, რომ 10 ივნისს, 04:59 საათზე ქუთაისი-მინსკის ავიარეისის დროს, აფრენიდან 34 წუთის შემდეგ თვითმფრინავის ეკიპაჟმა ქუთაისის აეროპორტი თვითმფრინავის შესაძლო უკან დაბრუნების შესახებ გააფრთხილა. როგორც ეკიპაჟმა აეროპორტს გადასცა, ბორტზე მყოფი, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარე

ობაში მყოფი ერთ-ერთი მგზავრი არაადეკვატურად იქცეოდა და მოითხოვდა თვითმფრინავის დასმას ევროპის რომელიმე ქვეყნის აეროპორტში. შექმნილი ვითარების მიუხედავად, თვითმფრინავი დანიშნულების ადგილზე - მინსკის აეროპორტში ჩაფრინდა. რეისის განხორციელებამდე თითოეულმა მგზავრა, მათ შორის ზემოაღნიშნულმა პირმა, წარმატეით გაიარა შემოწმების სტანდარტული პროცედურა დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. აღსანიშნავია, რომ თითოეული მათგანი მგზავრობისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებდა. ამჟამად ზემოაღნიშნული მგზავრი დაკავებულია მინსკის აეროპორტის საავიაციო უშიშროების უწყების მიერ და მიმდინარეობს გამოძიება.