საქართველოს აეროპორტების გაერთიანება


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დონეცკის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულდა ხუთშაბათი, 25 APRIL 2013 00:00 | News

23 აპრილს  ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ “WIZZ AIR” დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დონეცკის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა.

 

“WIZZ AIR”-ის გადაწყვეტილებით, 2013 წლის 23 აპრილიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან დამატებითი რეისები შესრულდება დონეცკისა და ვარშავის მიმართულებებით.

კერძოდ, დონეცკისა და ვარშავისა მიმართულებებით  რეისი შესრულდება კვირაში ორჯერ.

ავიაკომპანია “WIZZ AIR” საქართველოს ავია ბაზარზე 2012 წლის 27 სექტემბრიდან ოპერირებს. ამჟამად იგი ასრულებს პირდაპირ რეგულარულ ავიარეისებს  კიევის მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან.

პრესკონფერენციას რომელიც ქ. დონეცკში გაიმართა  ესესწრებოდნენ   საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ქ-ნი ქეთევან ალექსიძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე და საქართველოს კონსული უკრაინაში ბატონი ზურაბ კვაჭაძე.

ქ-ნი ალექსიძის თქმით, ავიაკომპანია „Wizz Air“-ის გააქტიურებამ საქართველოს ავიაბაზარზე სამომავლოდ ხელი უნდა შეუწყოს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით სხვა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების დაინტერესებას. მისი განცხადებით, ეს ფაქტი საგრძნობლად გაზრდის საქართველოში ჩამომსვლელთა რაოდენობას, რაც დადებითად იმოქმედებს ქვეყნის ტურიზმის მდგომარეობაზე და ასევე  ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. მისივე თქმით, კიევის რეისის სიხშირემ დაადასტურა ახალი აეროპორტის  წარმატება და ტურისტთა მზარდი ინტერესი  საქართველოს მიმართ. დღეს ჩვენ და ავიაკომპანია “WIZZ AIR“-ი ახალი მიმართულებების დამატებით კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ვაძლევთ მგზავრებს გადაადგილდნენ დონეცკისა  და ვარშავის მიმართულებებით  დაბალ ფასად.