საქართველოს აეროპორტების გაერთიანება


მინსკის მიმართულებით ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალი რეისი შესრულდა შაბათი, 25 მაისი 2013 00:00 | News

28 მაისს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან მინსკის მიმართულებით პირველი ავიარეისი შესრულდა. ამიერიდან ავიაკომპანია „ბელავია“ რეგულარულ რეისებს თბილისისა და ბათუმის შემდეგ ქუთაისიდან კვირაში სამჯერ  განახორციელებს.

ავიარეისის პრზენტაცია ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, ღონისძიებას ესწრებოდნენ მისნკიდან სპეციალურად ჩამოსული დელეგაციის წევრები და ბელორუსის  მედიის ჟურნალისტები.

ავიაკომპანია „ბელავიას“ გენერალური დირექტორის მოადგილის ბატონი ვლადიმერ ბარკუნის განცხადებით „დარწმუნებული ვარ, ახალი მიმართულება საგრძნობლად გაზრდის, როგორც ტურისტთა, ასევე სატრანზიტო   მგზავრთა რაოდენობას. აღნიშნული მიმართულების დამატებით მათ საშუალება ეძლევათ იმოგზაურონ, როგორც ევროპაში ასევე ყოფილი დსთ-ს ქვეყნებში.  იმედს ვიტოვებთ, რომ მგზავრები სათანადოდ შეაფასებენ ავიაკომპანიის სერვისს და იმ შესაძლებლობებს, რომელთაც მათ ავიაკომპანია აწვდის საერთაშორისო ავიარეისებზე“.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის ქ-ნი ქეთევან ალექსიძის განცხადებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ეტაპობრივად ზრდის ავიარეისებს, რაც საშუალებას აძლევს მგზავრებს გადაადგილდნენ სხვადასხვა მიმართულებით უსაფრთხოდ და რაც მთავარია ხელსაყრელ ფასად. ავიაკომპანია „ბელავია“ წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ ავიაკომპანიას ბელორუსიის ეროვნულ ავიაბაზარზე, რომელიც ქ. მინსკიდან ახორციელებს რეგულარულ ფრენებს  ევროპისა და აზიის 42 აეროპორტში. ამიერიდან ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს შეარულებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან, რაც საგრძნობლად გაზრდის მგზავრთა რაოდენობას და ხელს შეუწყობს, როგორც ტურიზმის ისე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“.

პრეზენტაციის ბოლოს მინსკის რეისით ჩამოსულ პირველ მგზავრებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.