საქართველოს აეროპორტების გაერთიანება


მესტიის მიმართულებით ფრენები განახლდა პარასკევი, 13 SEPTEMBER 2013 12:57 | News

მესტიის მიმართულებით ფრენები განახლდა
7 სექტემბრიდან თბილისი მესტიის მიმართულებით ფრენები განახლდა. მგზავრთა გადაყვანა ხორციელდება ვერტმრენით Ми-171-ით. ახალი განრიგის მიხედვით ავიარეისები სრულდება კვირაში ორჯერ - ორშაბათსა და პარასკევს.  ბილეთების შეძენა შესაძლებელია

ტურისტულ სააგენტოში „Next Travel” (მის: კოსტავას 11) და  თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და მესტიის აეროპორტის  ავიასალაროებში გაფრენის დღეს. ერთი მიმართულებით  ავიაბილეთების ღირებულება შეადგენს 50 ლარს.

რაც შეეხება დამატებით ინფორმაციას:
4   წლამდე  ბავშვების  გადაყვანა  არის უფასო (ადგილის გარეშე),  4  დან  12  წლის ჩათვლით ბავშვის  ბილეთის  ღირებულება  შეადგენს  30  ლარს. თუ  მგზავრს ახლავს ორი  ბავშვი 4  წლამდე , ყიდულობს დამატებით ბილეთს 30 ლარის ღირებულებით.
თითოეულ ავიარესზე შესაძლებელი 22 მგზავრის გადაყვანა.
ავიაბილეთების  დაჯავშნა  და  რეალიზაცია  იწყება  ავიარეისის  შესრულებამდე  15 დღით  ადრე.
ავიარეისის  შესრულებამდე  5  დღით  ადრე  რეალიზებული ბილეთები  ბრუნდება  საჯარიმო სანქციის გადახდის გარეშე მხოლოდ შემძენის მიერ პირადობის მოწმობის და შესაბამისი გადახდის ქვითრის  წარმოდგენის შემთხვევაში სალაროს გასავლის ორდერის გამოწერით, ასევე ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად, მოთხოვნის შემთხვევაში შემძნეთან შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.
ავიარეისის  შესრულებამდე  3 დღით ადრე ავიაბილეთის  დაბრუნების შემთხვევაში  მგზავრი  ჯარიმდება  ბილეთის  ღირებულების   50%-ით, ხოლო დანარჩენი თანხის დაბრუნება ხდება შემძენის მიერ პირადობის მოწმობის და შესაბამისი გადახდის ქვითრის წარმოდგენის შემთხვევაში სალაროს გასავლის ორდერის გამოწერით, ასევე ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად, მოთხოვნის შემთხვევაში შემძნეთან შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.
ავიარეისის  შესრულებამდე  2  დღით  ადრე  ყველა  ჯავშანი  უქმდება  და  ხდება ავიაბილეთების  რეალიზაცია.
ავიარეისის  შესრულების  დღეს ავიაბილეთის დაბრუნების შემთხვევაში  რეალიზებული ბილეთის ღირებულება არ ბრუნდება.
უამინდობით ან სხვა მიზეზით ავიარეისის  გადადების შემთხვევაში მგზავრს უფლება აქვს დააბრუნოს ბილეთი მის მიერ პირადობის მოწმობის  და შესაბამისი გადახდის ქვითრის წარმოდგენის შემთხვევაში  სალაროს გასავლის ორდერის გამოწერით, ასევე ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად, მოთხოვნის შემთხვევაში შემძნეთან შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. ასეთ შემთხვევეაში მგზავრი უფლებამოსილია მიიღოს შესაბამისი ბილეთის ღირებულება საჯარიმო სანქციის გარეშე ან დაელოდოს მომდევნო ავიარეისს.