საქართველოს აეროპორტების გაერთიანება


ქუთაისის აეროპორტიდან მიკროავტობუსების ბილეთის ელექტრონული შეძენა უკვე შესაძლებელია. | News

ქუთაისის აეროპორტიდან მიკროავტობუსების ბილეთის ელექტრონული შეძენა უკვე შესაძლებელია
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრთა ტრანსპორტით მომსახურების სერვისს ბილეთების ელექტრონული გაყიდვა დაემატა. ამიერიდან, ავტობუსის ბილეთის შეძენა შესაძლებელია როგორც, აეროპორტის სალაროში და ადგილზე მიკროავტობუსის მძღოლთან, ასევე ონლაინ რეჟიმში - ვებ გვერდზე: www.georgianbus.com

ამჟამად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, შესაძლებელია  ტრანსპორტირება თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, მესტიისა და ყაზბეგის მიმართულებით.  ყველა მგზავრს ბილეთთან ერთად გადაეცემა ბუკლეტი, სადაც დატანილია ავტობუსების გასვლის განრიგი ფრენების მიხედვით, გასვლის ადგილები მონიშნულია ბუკლეტზე დატანილ რუქაზე, ასევე მუშაობს 24 საათიანი ცხელი ხაზი +995 593 41 34 81, სადაც მგზავრები ნებისმიერ ინფორმაციას მიიღებენ სურვილის შემთხვევაში. ახალი სერვისის თანახმად, მიკროავტობუსები უზრუნველყოფილია საჭირო კომფორტით: კონდიციონერით, ტელევიზორით, უსაფრთხოების ღვედებით და მომსახურების ფასში მგზავრებს უფასოდ ურიგდებათ 1 ბოთლი წყალი. სპეციალურად დატრეინინგებული ავტობუსის მძღოლები კომუნიკაციის დონეზე ფლობენ უცხო ენას.