საქართველოს აეროპორტების გაერთიანება


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრები ტრანსპორტით მომსახურების ახალი სერვისით სარგებლობენ | News

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში, რომელიც ეხებოდა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრთა ტრანსპორტით მომსახურების საკითხს, გამარჯვებული კომპანია გახდა შპს. „SAINT GEORGE FOR INVESTMENT“.

ამიერიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, მგზავრებს ემსახურებათ ახალი, კომფორტული  ავტობუსები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია  უსაფრთხო გადაადგილება თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, მესტიისა და ყაზბეგის მიმართულებით.

ავტობუსის ბილეთის შეძენა შესაძლებელია აეროპორტის სალაროში და ადგილზე, მიკროავტობუსის მძღოლთან, ხოლო 8 სექტემბრიდან ამოქმედდება   ბილეთის ონლაინ რეჟიმში გაყიდვის სისტემა და ელექტრონული ბილეთის შეძენა შესაძლებელი იქნება ვებ გვერდზე: www.georgianbus.com/booking.

ამჟამად ყველა მგზავრს ბილეთთან ერთად გადაეცემა ბუკლეტი, სადაც  დატანილია ავტობუსების გასვლის განრიგი ფრენების მიხედვით, გასვლის ადგილები მონიშნულია ბუკლეტზე დატანილ რუქაზე, ასევე მუშაობს 24 საათიანი ცხელი ხაზი +995 593 41 34 81, სადაც ნებისმიერ ინფორმაციას მიიღებენ სურვილის შემთხვევაში.

ახალი სერვისის თანახმად, მიკროავტობუსები უზრუნველყოფილია  საჭირო კომფორტით: კონდიციონერით, ტელევიზორით, უსაფრთხოების ღვედებით და  მომსახურების ფასში მგზავრებს უფასოდ ურიგდებათ 1 ბოთლი წყალი. სპეციალურად დატრეინინგებული ავტობუსის მძღოლები კომუნიკაციის დონეზე ფლობენ უცხო ენას.