საქართველოს აეროპორტების გაერთიანება


საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში ხელი მოეწერა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა და ლაიფციგის საერთაშორისო აეროპორტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, ოთხშაბათი, 26 JUNE 2013 00:00 | News

დღეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში ხელი მოეწერა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა  და ლაიფციგის საერთაშორისო აეროპორტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, რაც ითვალისწინებს, ქუთაისისა და ლაიფციგის საერთაშორისო აეროპორტებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას და ინფორმაციისა და სერვისების გაცვლის უზრუნვეყოფას.

საქართველოს აეროპორტების დირექტორის ქ-ნი ქეთევან ალექსიძის თქმით, „ჩვენი მისიაა, სისტემურად გავაერთიანოთ და განვავითაროთ საქართველოს სამოქალაქო აეროპორტები, საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების შესაბამისი მუშაობით უზრუნველვყოთ თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული სააეროპორტო სერვისებისა და ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება და განვითარება და ეს ყოველივე განვახორციელოთ თანამედროვე საუკეთესო კომერციული პრაქტიკისა და სახელმწიფო ინტერესების შერწყმით.

აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასის მიზნით, დღეს ხელს ვაწერთ ლაიფციგის საერთაშორისო აეროპორტსა და ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, რაც გულისხმობს სამომავლოდ, ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფას, აეროპორტების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით ერთობლივი სწავლებებისა და ტრეინინგების ორგანიზებას  და სხვადასხვა ერთობლივი პროექტების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს როგორც აეროპორტის სერვისის განვითარებას, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის ზრდას“.

მისივე თქმით, „აღნიშნული მემორანუმის ხელმოწერა წარმოადგენს კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს, რაც ავიაციის სფეროს განვითარებასა და თანამედროვე ინფრასტურქტურული სერვისების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს“.