საქართველოს აეროპორტების გაერთიანება


საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის ქ-ნი ქეთევან ალექსიძის ოფიციალური ვიზიტი აზიის ავია მიმართულებების კონფერენციაზე დასრულდა. ოთხშაბათი, 20 MARCH 2013 00:00 | News

მიმდინარე წლის 16-19 მარტს ინდოეთის ქალაქ მუმბაიში ჩატარდა რიგით მე-11 აზიის საერთაშორისო მიმართულებების ფორუმი “ღოუტე აზია 2013”, სადაც ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ქ-ნი ქეთი ალექსიძე.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები აზიის წამყვან ავიაკომპანიებთან. აღნიშნული ფორმატი წარმოადგენს საშუალებას, როგორც ავია კომპანიების მოზიდვის კუთხით, ასევე, აეროპორტებს შორის თანამშრომლობის დამყარებისა და გაღრმავების მიმართულებით.

ქ-ნი ალექსიძის თქმით, „საქართველოს მიმართ შეინიშნება მზარდი ინტერესი აზიის ავია ბაზარზე, რაც შესაბამისად ახალი მიმართულებების დამატებისა და ტურიზმის განვითარების  საშუალებას იძლევა. აღნიშნულმა  შეხვედრებმა საკმაოდ წარმატებით ჩაიარა და იმედს ვიტოვებთ, მალე ქუთაისის  დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან აზიის მიმართულებითაც შეეძლებათ მგზავრებს გადაადგილება“.