საქართველოს აეროპორტების გაერთიანება


თბილისი-აბუ-დაბის მიმართულებით ავიარეისებს Etihad Airways-ი იწყებს ორშაბათი, 22 SEPTEMBER 2014 07:29 | News

თბილისი-აბუ დაბის მიმართულებით ავიარეისებს Etihad Airways- იწყებს

თბილისი - აბუ დაბის მიმართულებით ავიარეისებს არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაციონალური ავიახაზები, Etihad Airways- იწყებს. პირველი რეისი 2015 წლის 2 ოქტომბერს შესრულდება.

არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაციონალურ ავიახაზებთან მოლაპარაკების წარმატებით დასრულება ავიამიმართულებების განვითარების ფორუმს Routes Silk Road 2014-ს უკავშირდება,რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხადაჭერით 6-8 ივლისს თბილისში უმასპინძლა.

 

 

 

Routes Silk Road 2014-ის შედეგად მოხდა Etihad Airways-ის საქართველოს ბაზრით დაინტერესება, რის შემდეგაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ და TAV Georgia- ერთობლივი ძალისხმევით აწარმოეს აქტიური მოლაპარაკებები ავიაკომპანიას წარმომადგენლებთან.  მიმდინარე პროცესში ასევე ჩართული იყო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რამაც ხელი შეუწყო მოლაპარაკების საბოლოოდ წარმატებით დასრულებას.

Etihad Airways- ავიარეისებს ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას A320 ეარბასის ტიპის თვითმფრინავით შეასრულებს, რომელსაც 16 ბიზნეს კლასისა და 120 ეკონომ კლასის ადგილი აქვს.

“Etihad Airways- მოხარულია, რომ ამიერიდან თბილისიც შეუერთდება ჩვენი ავიაკომპანიის გლობალურ ქსელს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამით საქართველოსა დაარაბთა გაერთიანებული საემიროების ბიზნესურთიერთობები და კულტურული კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება. ასევე ჩვენი მეშვეობით, საქართველოს მოქალაქეები კიდევ უფრო კომფორტულად იფრენენ ჩრდილოეთ ამერიკის მიმართულებით", - აცხადებს Etihad Airways-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმს ჰოგანი.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბაზარზე კიდევ ერთი ავიაკომპანია იწყებს ფრენას. „Etihad Airways-ის საქართველოში შემოსვლა პირდაპირ უკავშირდება  ავიამიმართულებების განვითარების ფორუმს, Routes Silk Road 2014-ის თბილისში ჩატარებას, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 6-8 ივლისს უმასპინძლა და რომლის შედეგადაც ჩვენ ჩვენს პარტნიორ კომპანია TAV საქართველოსთან ერთად,  ერთობლივი ძალისხმევით შევძელით ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების წარმატებით გამართვა. თბილისიდან მიმავალ მგზავრებს ექნებათ შესაძლებლობა იფრინონ როგორც პირდაპირი რეისით გაერთიანებული საემიროების მიმართულებით, ასევე აბუ დაბის გავლით გავლით შეეძლებათ გაემგზავრონ სპარსეთის ყურის რეგიონის ქვეყნებში, ინდოეთში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში საქართველოს აეროპორტები გაერთიანება აგრძელებს აქტიურ მუშაობას ახალი ავიაკომპანიების შემოყვანასა და მიმართულებების დამატებაზე საქართველოს აეროპორტებიდან“ - აღნიშნავს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ქეთევან ალექსიძე.

„მოხარული ვარ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრებს აბუ დაბის მიმართულებით  მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და წამყვანი  ავიაკომპანია „Etihad Airways“  მოემსახურება.  ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მსგავსი სიახლე მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს და ზოგადად კავკასიის რეგიონით დაინტერესებულ ტურისტთა რაოდენობას.  ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ  თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების, ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“  ხელს შეუწყობს არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის საქმიანი, ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.“ - განაცხადა „ტავ ჯორჯია“-ს გენერალურმა მენეჯერმა მეთე ერქალმა.

Etihad Airways -მა ფრენები 2003 წელს დაიწყო და მან 2013 წლის მონაცემებით 11.5 მილიონი მგზავრი გადაიყვანა აბუ დაბის გავლით შუა აზიის , აფრიკის, ევროპის, აზიის, ავსტრალიისა და ამერიკის 110 მიმართულებით