საქართველოს აეროპორტების გაერთიანება


ნატახტარი-მესტიის ავიარეისზე მედიატური მოეწყო ხუთშაბათი, 17 JULY 2014 12:18 | News

დღეს ნატახტარი-მესტიის მიმართულებით მედიატური გაიმართა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ჟურნალისტებს საშუალება მისცა საკუთარი თვალით ენახათ განახებული ავიარეისის შესაძლებლობები, უსაფთხოების ფორმები, ნატახტარის აეროდრომისა და მესტიის აეროპორტის გარემო და რაც მთავარია, შეეგრძნოთ ადგილობრივი, ულამაზესი ბუნება და საოცარი სიგრილე.

სახმელეთო ტრანსპორტით გასავლელი რვასაათიანი გზა თვითმფრინავმა 45 წუთამდე შეამცირა. გირჩევთ, უქმე დღეებში საკუთრი თვალით ნახოთ გზა ნატახტარის აეროდრომიდან მესტიამდე, განიცადოთ ფრენის სიამოვნება და გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები.

მესტიაში თვითმფრინავით გამგზავრების მსურველებს მიკროავტობუსი მოემსახურება, რომელიც 07:30 საათზე რუსთაველის მეტროდან ნატახტარის

აეროდრომისკენ გავა.

ავიარეისები კვირაში სამჯერ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს განხორციელდება.

ნატახტარიდან მესტიის მიმართულებით თვითმფრინავი 09:00 საათზე გაფრინდება. მესტიიდან ავიარეისები იმავე დღეებში, დღის11:00 საათზე შესრულდება.

ნატახტარის აეროდრომიდან მგზავრებს მიკროავტობუსები კვლავ მეტროსადგურ რუსთაველთან ჩამოიყვანს. ნატახტარი-მესტიის ავიარეისის საფასური (ერთი გზა) 65 ლარია,სადაც თბილისიდან ნატახტარის

აეროდრომამდე მიკროავტობუსით მგზავრობაც შედის.ბილეთების შესაძენად

 

მომხმარებელმა უნდა მიმართოს Vanilla Sky-ს.

მისამართი: რკინის რიგი11, 599659099; 2427427.