საქართველოს აეროპორტების გაერთიანება


მესტიის მიმართულებით ავიარეისები განახლდა სამშაბათი, 15 JULY 2014 09:47 | News

მესტიაში ავიარეისები განახლდა. ნატახტარის აეროდრომიდან იქამდე მესტიამდე ღირებულება 65 ლარია. ფრენებს ქართული კომპანია „სერვისეირი“ ახალი, ჩეხური წარმოების 15-ადგილიანი თვითმფრინავით შეასრულებს. ფრენის ხანგრძლივობა 45 წუთია და თვითმფრინავი კვირაში სამჯერ - ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს იფრენს.  ნატახტარიდან რეისი 11:00 საათზე, ხოლო მესტიიდან 2:00 საათზე შესრულდება.

 

ნატახტარის აეროდრომზე მესტიის მიმართულებით ავიარეისების განახლება საქართველოს მოქალაქეებს მიულოცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.