საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

სასწავლო ცენტრი

საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრი

2001 წლიდან შპს  ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ბაზაზე დღემდე ფუნქციონირებს საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრი, რომელიც სერტიფიცირებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის  სასწავლო პროგრამების შესაბამისად ახორციელებს  როგორც საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის, ასევე სხვა პერსონალის (რომელთა ფუნქციონალური  მოვალეობები უშუალოდ არ არის დაკავშირებული საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან) მომზადებას საავიაციო უშიშროების საკითხებში.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მსმენელებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან სასწავლო კურსებს, გადაეცემათ მოწმობა, სერტიფიკატი ან ცნობა სწავლების გავლასთან დაკავშირებით.

აეროპორტის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამის XII თავის 50-ე მუხლის მე-7 პუნქტის და იკაო-ს დოკ.8973-ის 3.8.23 პუნქტის შესაბამისად საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის საკითხებში საერთო მომზადებას ექვემდებარება ავიასაწარმოების როგორც საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალი ,ასევე პერსონალი რომელთა ფუნქციონალური მოვალეობები უშუალოდ არ არის დაკავშირებული საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან, ვიდრე ისინი შეუდგებიან თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას.

სასწავლო ცენტრში სწავლება ტარდება აუდიტორიებში.სწავლების პროცესში ხდება სასწავლო სლაიდების და აუდიო-ვიდეო მასალების დემონსტრირება.

სასწავლო ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს იკაო-ს რეგიონალურ სასწავლო ცენტრთან ქ.კიევში, სადაც რეგულარულად ხდება ინსტრუქტორების სასწავლებლად მივლინება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით  და მათი სერტიფიცირება იკაო-ს სტანდარტების შესაბამისად.

სასწავლო ცენტრში ტარდება შემდეგი კურსები:

1) საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომლების საბაზისო მომზადების სასწავლო პროგრამა;

2) სხვა (საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის გარდა)საავიაციო პერსონალის მომზადების სასწავლო პროგრამა;

3) გაფრენისწინა შემოწმების უზრუნველმყოფი პერსონალის მომზადების სასწავლო პროგრამა;

4) საჰაერო ტრანპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვების წესებში საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის მომზადების სასწავლო პროგრამა;

5) საფრენონო შემადგენლობის და ეკიპაჟის წევრების საბაზისო მომზადების სასწავლო პროგრამა;

6) მძღოლთა და საჰაერო ხომალდთან სპეც-მანქანების მიდგომაზე პასუხისმგებელ პირთა მომზადების სასწავლო პროგრამა.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრს.

ტელ. 2 48-73-21     2 48-73-52