United Airports of Georgia

NEWSPAGE
მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე Tuesday, 08 May 2018 11:08 | News
There are no translations available.

მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე!

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ინტერესთა გამოხატვის საშუალებით იწვევს ყველა იმ პირს, რომელიც დაინტერესებულია ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს სატრანსპორტო საშუალებებით მოემსახუროს.

იხილეთ დოკუმენტი

 
ტერიტორიაზე დაშვების ახალი დებულება | News
There are no translations available.

შპს  "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" მიერ დამტკიცდა აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაშვების შესახებ ახალი დებულება

საშვების ახალი დებულება

დანართი 1 - დაშვების წერილი - საბეჭდი ფორმა

პირადი საშვის ფასები

ავტოსაშვის ფასები

ცვლილების ფასები

ჯარიმები

სხვადასხვა ფასები

დანართი 2 - საშვის და საფასურის გარეშე დაშვება

დანართი 3 - საშვის დოკუმენტების ნუსხა - პირადი საშვი

დანართი 4 - საშვის დოკუმენტების ნუსხა - ავტოსაშვი

დანართი 5 - შემოწმების წესები

 
მ ო წ ვ ე ვ ა ი ნ ტ ე რ ე ს თ ა გ ა მ ო ხ ა ტ ვ ა ზ ე Monday, 04 July 2016 19:32 | News
There are no translations available.

ზუგდიდის აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაციისა და ოპერირების თაობაზე (განახლებული პირობებით)

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” დაინტერესებულია ქალაქ ზუგდიდში (ს. ინგირი), მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე განხორციელდეს აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მისი შემდგომი ოპერირება.

აღნიშნული მიზნით, 2016 წლის 30 მაისს გამოცხადებულ იქნა მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე. ყველა პირობის შეთანხმების შემთხვევაში, გამოვხატეთ მზადყოფნა იჯარისა და აღნაგობის უფლებით გადავცეთ დაინტერესებულ კომპანიას შესაბამისი უძრავი ქონება და გავუფორმოთ აეროპორტის ოპერირების ხელშეკრულება.

შპს “საქართველოს აერპორტების გაერთიანება” ხელახლა იწვევს ყველა დაინტერესებულ კომპანიას, გამოხატონ ინტერესი ქალაქ ზუგდიდში, გადასაცემ უძრავ ქონებაზე ადგილობრივი აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაციასა და შემდგომ ოპერირებაზე, წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის განახლებული პირობების შესაბამისად.

წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა არაუგვიანეს 2016 წლის 11 ივლისის 18:00 საათისა ადგილობრივი დროით.

წინადადებები წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, აეროპორტი, (აეროპორტის დასახლება); აღნიშნული მისამართის ნაცვლად, შესაძლებელია წინადადებების წარმოდგენა განხორციელდეს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

დოკუმენტს ინტერესთა გამოხატვის მოწვევაზე იხილავთ მოცემულ ბმულზე.

 
მ ო წ ვ ე ვ ა ი ნ ტ ე რ ე ს თ ა გ ა მ ო ხ ა ტ ვ ა ზ ე Monday, 30 May 2016 19:47 | News
There are no translations available.

მ ო წ ვ ე ვ ა  ი ნ ტ ე რ ე ს თ ა   გ ა მ ო ხ ა ტ ვ ა ზ ე

ზუგდიდის აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაციისა და ოპერირების თაობაზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” დაინტერესებულია ქალაქ ზუგდიდში (ს. ინგირი), მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე განხორციელდეს აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მისი შემდგომი ოპერირება.

აღნიშნული მიზნით, ყველა პირობის შეთანხმების შემთხვევაში, გამოვთქვამთ სურვილს იჯარისა და აღნაგობის უფლებით გადავცეთ დაინტერესებულ კომპანიას შესაბამისი უძრავი ქონება და გავუფორმოთ აეროპორტის ოპერირების ხელშეკრულება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “საქართველოს აერპორტების გაერთიანება” იწვევს ყველა დაინტერესებულ კომპანიას, გამოხატონ ინტერესი ქალაქ ზუგდიდში, გადასაცემ უძრავ ქონებაზე ადგილობრივი აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაციასა და შემდგომ ოპერირებაზე, წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის პირობების შესაბამისად.

წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა არაუგვიანეს 2016 წლის 21 ივნისის 18:00 საათისა ადგილობრივი დროით.

წინადადებები წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, აეროპორტი, (აეროპორტის დასახლება); აღნიშნული მისამართის ნაცვლად, შესაძლებელია წინადადებების წარმოდგენა განხორციელდეს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

 

დოკუმენტს ინტერესთა გამოხატვის მოწვევაზე იხილავთ მოცემულ

ბმულზე.

link

 
There are no translations available.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ იწვევს ყველა დაინტერესებულ ავიაკომპანიას, რომ გამოხატონ ინტერესი რეგულარული ავიარეისების შესრულების თაობაზე თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება დაინტერესებულია გააფორმოს შესყიდვის ხელშეკრულება ავიაკომპანიასთან, რომელიც მზად იქნება განახორციელოს შიდა ფრენები თბილისი-ბათუმი-თბილისის ან ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით ყველაზე დაბალ ფასად, წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის პირობების შესაბამისად.

კითხვების შემთხვევაში, 27 აპრილის ჩათვლით მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

შემოთავაზების ბოლო ვადაა 2016 წლის 5 მაისი.

დოკუმენტს ინტერესთა გამოხატვის მოწვევაზე იხილავთ მოცემულ ბმულზე.

 
ავიაკომპანია Wizz Air-ის განცხადება Thursday, 26 March 2015 10:20 | News
There are no translations available.

 

2015 წლის 26 მარტს ავიაკომპანია Wizzair-მა გაავრცელა განცხადება, რომ მიმდინარე წლის 20 აპრილიდან ავიაკომპანია Wizzair Ukraine უქმდება და შესაბამისად, ავიარეისების განხორციელებას წყვეტს.

Read more...
 
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ საჯარო განცხადება Friday, 27 February 2015 14:20 | News
There are no translations available.

შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ეხმიანება „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ მიერ, 24 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიას. სტატიაში, რომელშიც 2013-2015 წლებში, სახელმწიფოს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესასყიდად დახარჯული თანხაა აღწერილი, აღნიშნულია,

Read more...
 
„Air Astana“ 2 ივნისიდან თბილისი–ასტანას მიმართულებით ავიარეისების განხორციელებას დაიწყებს Wednesday, 11 February 2015 11:47 | News
There are no translations available.

ყაზახეთის ეროვნული ავიაკომპანია „Air Astana" 2 ივნისიდან თბილისი-ასტანას მიმართულებით ავიარეისების განხორციელებას იწყებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარებისათვის გაწეული სამუშაოს შედეგს წარმოადგენს.

Read more...
 


Page 1 of 6