United Airports of Georgia

AIRPORTS

Tbilisi

Batumi

Kutaisi

Mestia

ამბროლაური

Latest News

საშვთა ბიურო მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე გადადის

Tuesday, 30 March 2021 18:16
There are no translations available.

1-ლი აპრილიდან საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საშვთა ბიურო მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე გადადის
დაინტერესებულმა პირებმა საჭირო საშვის ასაღებად დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე 2487393, 599157762  ან მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე biuro@airports.

დოკუმენტაციის წარდგენა მოხდება ელექტრონულად

Wednesday, 04 November 2020 00:00
There are no translations available.

el_doc

ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ დოკუმენტაციის მიღებას დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში გასწევს.  კომპანიაში ოფიციალური წერილების გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე info@airports.ge

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კომერციული საქმიანობით დაინტერესებულ პირებს კონსულტაციებისთვის იწვევს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის სარემონტო სამუშაოების პარალელურად, საქართველოს აერო

Monday, 17 August 2020 12:03
There are no translations available.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის სარემონტო სამუშაოების პარალელურად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ტერმინალში მგზავრებისთვის სხვადასხვა ტიპის მომსახურებების შეთავაზებისთვის ემზადება. კომპანია აეროპორტის ახალ ტერმინალში კომერციული საქმიანობის გაწევის მიზნით გასამართი აუქციონის პირობებთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის დაინტერესებულ პირებს იწვევს.
ახალ ტერმინალში კვების ობიექტების, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის (Duty Free) მოწყობითა და სარეკლამო მომსახურების გაწევის მიზნით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, საჯაროდ გამართულ ონლაინ აუქციონში მიიღონ მონაწილეობა. პროცესები ყველა ეტაპზე წარიმართება სრულად გამჭვირვალედ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) მზად არის შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე პირებთან კონსულტაციებში ჩაერთოს.
დაინტერესებული პირებისთვის ძირითადი მოთხოვნა იქნება, განახალებულ აეროპორტში მათ მიერ მგზავრებისთვის შეთავაზებული სერვისები და პროდუქტები იყოს მაღალი ხარისხის, პასუხობდეს საერთაშორისო სტანდარტებს და მგზავრებს ჰქონდეთ არჩევანის მრავალფეროვნება.
კომერციულ საქმიანობაზე ონლაინ აუქციონები ეტაპობრივად,  სხვადასხვა ლოკაციებზე კონკრეტული კონცეფციის შესაბამისად გამოცხადდება. პირველ ეტაპზე, ჩამოფრენისა და გაფრენის დარბაზებში ონლაინ აუქციონები გამოცხადდება სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტებზე. მათ შორის რესტორნებზე, სწრაფი კვების ობიექტებზე, კაფეებსა და ა.შ. ყველა ეტაპზე გათვალისწინებული იქნება მომხმარებლების ქცევები, საჭიროებები და სურვილები.

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ელექტრონულ მისამართზე business@airports.ge